News
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში კომერციული დავების სპეციალიზაცია შეიქმნა (EN) August 3, 2017

დღეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ  თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიებში კომერციული დავების სპეციალიზაციის  შექმნის საკითხზე პრესკონფერენცია გამართა.

გარკვეული პერიოდის განმავლობაში ისმოდა ბიზნესმენების და ინვესტორების უკმაყოფილება იმასთან დაკავშირებით, რომ ძვირადღირებული კომერციული დავების განხილვა შეფერხებებით მიმდინარეობდა. ამ პრობლემის  გადასაჭრელად 2017 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებით ცვლილება შევიდა ,,თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიებში მოსამართლეთა ვიწრო სპეციალიზაციის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2006 წლის 3 ოქტომბრის №1/92-2006 გადაწყვეტილებაში და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში შეიქმნა კომერციული დავების ვიწრო სპეციალიზაცია, რომელიც 4 მოსამართლისგან დაკომპლექტდა: თამარ ბურჯანაძე, ლევან მიქაბერიძე, ლაშა ქოჩიაშვილი და სოსო ღურწკაია. 

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლე (EN) August 3, 2017

ორგანიზაცია: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
კატეგორიაიურიდიული
გააქტიურების თარიღი: 2017 წლის 25 ივლისი
განცხადების ბოლო ვადა: 2017 წლის 24 აგვისტო
თანამდებობრივი სარგო: ევროპის საბჭოს მიერ დადგენილი ოდენობით
ადგილების რაოდენობა2
შერჩევის კრიტერიუმები: საქართველოს მხრიდან  წარდგენილი სამი კანდიდატიდან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეს აირჩევს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა. ამჟამად შესარჩევია 2 კანდიდატი.
კანდიდატთა შერჩევის პრინციპები:

  • კანდიდატურების შერჩევის პროცესი იქნება საჯარო და ღია;
  • ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას მიეწოდება ინფორმაცია შერჩევის პროცედურის შესახებ;
  • კანდიდატთა გვარები საპარლამენტო ასამბლეას წარედგინება ანბანური თანმიმდევრობით;
  • არ უნდა იქნეს წარდგენილი ისეთი კანდიდატურა, რომელიც გამოიწვევს ad hoc მოსამართლის დანიშვნას;
  • წარმოდგენილ კანდიდატთა შორის იქნება ორივე სქესის ერთი წარმომადგენელი მაინც (გამონაკლისი დაიშვება იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატები მიეკუთვნებიან მათი საერთო რაოდენობის 40%-ზე ნაკლებად წარმოდგენილ სქესთა კატეგორიას, ან არსებობს რაიმე განსაკუთრებული გარემოება).