News
სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის გასვლითი შეხვედრა (EN) December 4, 2017

სასამართლო სისტემის რეფორმის მე-4 ეტაპის პრიორიტეტულ საკითხებზე იმსჯელეს, 3-4 დეკემბერს, ბორჯომში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, მოსამართლეები, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს შემდეგი საკითხები: საქმეთა ნაკადის მართვა და საკანონმდებლო ცვლილებები; დისციპლინური სამართალწარმოება და პასუხისმგებლობის საფუძვლები. ორდღიანი ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები (ევროკავშირი, ევროსაბჭო, აშშ-ის საელჩო, USAID, PROLoG), ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები.