News
იუსტიციის უმაღლესამა საბჭომ რთველში მიიღო მონაწილეობა (EN) October 2, 2017

საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრებმა და აპარატის თანამშრომლებმა, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში რთველში მიიღეს მონაწილეობა. 

კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები (EN) October 2, 2017

იუსტიციის უმაღლესი სკოლა აცხადებს მსურველთა მიღებას მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდისათვის მოსამზადებელ კურსზე:

ü  სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაცია

ü  სისხლის სამართლის სპეციალიზაცია

რეგისტრაციის დაწყება: 28 სექტემბერი. 2017 წ

რეგისტრაციის დასრულება: 8 ოქტომბერი 2017 წ

სწავლების დაწყება: 16 ოქტომბერი 2017 წ

 

დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა იუსტიციის უმაღლესი სკოლის ვებ-გვერდზე. მონაწილეებთან დაკავშირება მოხდება ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.

 

დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს: http://www.hsoj.ge/geo/study_programs/courses/mosgamo

ტელ: (+995 32) 238 11 61 

მობ: (+995 599) 68 69 01
ელ-ფოსტა: info@hsoj.ge
ვებ-გვერდი: www.hsoj.ge 
Facebook: https://www.facebook.com/hsoj.ge/

 

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა გაიმართა (EN) October 2, 2017

დღეს, 2 ოქტომბერს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე განიხილეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგის თავმჯდომარის დანიშვნის საკითხი. კენჭისყრაზე მოსამართლე ბადრი შონიას კანდიდატურა იქნა წარდგენილი, რომელმაც აღნიშნულ თანამდებობის დასაკავებლად საკმარისი ხმა ვერ მოაგროვა. ამის შემდეგ საბჭოს წევრებმა თემურ გოგოხიას კანდიდატურაზე იმსჯელეს და ის ხმათა უმრავლესობით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა.

სხდომის დასრულების შემდეგ ჩატარდა გასაუბრება 2 მოსამართლესთან ელისო ტუკვაძესთან და თამარ ალანიასთან (მათ გააკეთეს განაცხადი მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ დანიშვნის თაობაზე).

უვადოდ დანიშვნის მსურველ მოსამართლეებთან გასაუბრება ჩატარდება 2017 წლის 9, 10 და 11 ოქტომბერს.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 2 ოქტომბრის სხდომის ოქმის ვიდეო ჩანაწერი (EN) October 2, 2017

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 2 ოქტომბრის სხდომის ოქმის ვიდეო ჩანაწერი