News
ახალციხის რაიონულ სასამართლოში სტაჟიორთა მისაღები კონკურსი გამოცხადდა (EN) March 4, 2013

მაღალკვალიფიციური  კადრების მომზადების, მათი პროფესიული განვითარების, პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებისა და სრულყოფის მიზნით ახალციხის რაიონული სასამართლო აცხადებს კონკურსს სტაჟიორთა მისაღებად.

2013 წლის 1 მარტს გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა (EN) February 28, 2013

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა შედგება 2013 წლის 1 მარტს, 12:30 საათზე.

მოსამართლეობის საკვალიფიკაციო ტესტურის გამოცდის საპრეტენზიო განცხადებების შეფასების შედეგები (EN) February 27, 2013

მოსამართლეობის საკვალიფიკაციო ტესტური გამოცდის შედეგი სულ 9  გამოსაცდელმა გაასაჩივრა. მათ განცხადებით მიმართეს საპრეტენზიო კომისიას და მოითხოვეს გასაჩივრებული ტესტებისა და პასუხების სისწორის გადამოწმება. 9 საპრეტენზიო განცხადებიდან: 1 - გასაჩივრებული იყო საერთო სპეციალიზაციით, 2 - სისხლის სამართლის სპეციალიზაციით და 6 სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით.

 

განცხადებების განხილვის შემდეგ გამსვლელი ქულა დააგროვა მხოლოდ 5-მა გამოსაცდელმა, 1-მა საერთო სპეციალიზაციით, 2-მა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით და 2-მა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით.

 

აღნიშნულის გათვალისწინებით, 2013 წლის 2 მარტს, მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის წერით ეტაპზე მონაწილეობას მიიღებს 57 გამოსაცდელი.

 

იხილეთ თანდართული ფაილი

2013 წლის 1 თებერვალს 15:00 საათზე საბჭოს სხდომა გაიმართება (EN) January 30, 2013

2013 წლის 31 იანვარს 15:00 საათზე გაიამართება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა.

დაინიშნა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა (EN) January 29, 2013

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით დაინიშნა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში სტაჟიორთა მისაღები კონკურსი გამოცხადდა (EN) January 29, 2013

მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების, მათი პროფესიული განვითარების, პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებისა და სრულყოფის მიზნით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სტაჟირების კომისია აცხადებს კონკურსს სტაჟიორთა მისაღებად.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭოსმ შეიმუშავა დისციპლინური საჩივრის (განცხადების) ფორმა (EN) January 18, 2013

2012 წლის 1 სექტემბრიდან დისციპლინური საჩივარი (განცხადება) აუცილებელია წარმოდგენილი იყოს დამტკიცებული ფორმის მიხედვით.