News
კენჭისყრის შედეგები (EN) October 31, 2019

2019 წლის 31 ოქტომბერს ჩატარდა ფარული კენჭისყრა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტისათვის წარსადგენ კანდიდატთა შერჩევის შემდეგ ეტაპზე კანდიდატთა გადაყვანის მიზნით. კენჭისყრის ბიულეტინში შეტანილი იყო 15 კანდიდატი, რომელთაგან შერჩევის შემდეგ ეტაპზე გადავიდა 3 კანდიდატი.

საერთო სასამართლოების არქივის შენობის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაო დასრულდა (EN) October 18, 2019

შენობა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა,  საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარემ და საერთო სასამართლოების არქივის ხელმძღვანელმა გახსნეს

შენიშვნები სახალხო დამცველის ანგარიშთან დაკავშირებით (EN) October 18, 2019

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების: თამარ ონიანის, დიმიტრი გვრიტიშვილის, ირაკლი ბონდარენკოს, ლევან გზირიშვილის, ვასილ მშვენიერაძის, სერგო მეთოფიშვილის, ირაკლი შენგელიას, რევაზ ნადარაიას, შოთა ქადაგიძის და ზაზა ხარებავას შენიშვნები

37 მოსამართლე თანამდებობაზე უვადოდ განწესდა (EN) October 11, 2019

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა ფარული კენჭისყრით უვადოდ ის მოსამართლეები განამწესეს, რომლებიც სამი წლის ვადით იყვნენ დანიშნული და სამოსამართლო საქმიანობის სამ წელზე მეტი გამოცდილება აქვთ

კვლევის პრეზენტაცია (EN) October 9, 2019

დოკუმენტის პრეზენტაცია დღეს გაიმართა. ღონისძიების მონაწილეებს  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა და ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა სიტყვით მიმართეს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ყოველწლიური ანგარიში (EN) October 5, 2019

საქართველოს მოსამართლეთა XXVI რიგგარეშე კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ყოველწლიური ანგარიში წარადგინა. გიორგი მიქაუტაძემ 2018-2019 წლებში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობა შეაჯამა.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეებთან გასაუბრება გაიმართება (EN) September 30, 2019

1 ოქტომბერს, 10:30 საათიდან იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასაუბრება ჩატარდება სამი წლის ვადით განწესებულ იმ მოსამართლეებთან, რომლებსაც სამოსამართლო საქმიანობის არანაკლებ სამი წლის გამოცდილება აქვთ და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 79(4) მუხლის თანახმად საბჭოს უვადოდ განწესების თხოვნით მიმართეს.