საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე საკანონმდებლო ცვლილებებზე იმსჯელეს (EN)
2013 წლის 16 იანვარს 15 საათ, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელიც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე - კონსტანტინე კუბლაშვილმა გახსნა.
დღის წესრიგით გათვალისწინებული რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განხილეს, კერძოდ: საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი ,,საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ“; საქართველოს ორგანული კანონის პროექტი ,,საერთო სასამართლოების შესახებ“, საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
საბჭოს სხდომაზე განიხილეს საერთო სასამართლოების სისტემის საკადრო და დისციპლინური სამართალწარმოების საკითხები. ასევე საბჭოს წევრებმა სხვა საკითხებზეც იმსჯელეს.