ნინო ნაჭყებია (EN)
დაიბადა 1983 წლის 22 დეკემბერს, ქ. თბილისში.

2001 წელს დაამთავრა თბილისის №187-ე საშუალო სკოლა.

2006 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით.

2008 წლის 1 თებერვალს ჩააბარა მოსამართლის თანაშემწეობის პრეტენდენტთა საკვალიფიკაციო გამოცდა.

2008 წლის 24 ნოემბერს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.

2010 წლის 26 ივნისს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.

2006 წლის 25 აგვისტოდან 2007 წლის 8 იანვრამდე მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის კანცელარიაში სპეციალისტად.

2007 წლის 8 იანვრიდან 2008 წლის 30 იანვრამდე მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის ბიუროს საორგანიზაციო განყოფილებაში სხდომის მდივნად.

2008 წლის 30 იანვრიდან 2010 წლის 6 სექტემბრამდე მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანაშემწედ.

2010 წლის 6 სექტემბრიდან 2011 წლის 8 ოქტომბრამდე იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

2011 წლის 1 ნოემბრიდან 2012 წლის 1 მარტამდე მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში კონსულტანტად.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2012 წლის 6 მარტის გადაწყვეტილებით დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ.