მოსამართლეობის შესარჩევი კონკურსის შდეგები (EN)
January 11, 2018

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გამოცხადდა მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევი კონკურსი სააპელაციო და რაიონულ (საქალაქო) სასამართლოებში არსებულ ვაკანტურ თანამდებობებზე, სულ - 52 საშტატო ერთეული.

2017 წლის 23 ოქტომბრიდან 13 ნოემბრის ჩათვლით, შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდა 84 კანდიდატი, რომელთაგან მეორე ეტაპზე გადავიდა 82.

მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსში მონაწილე 82 პირიდან 32 მოქმედი მოსამართლეა, 25 იუსტიციის უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებული და 25 ყოფილი მოსამართლე.

მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება ჩატარდა 2017 წლის 27, 28, 29 და 30 დეკემბერს.

გასაუბრების ეტაპზე ორმა კანდიდატმა მოხსნა კანდიდატურა, ერთი არ გამოცხადდა გასაუბრებაზე. გასაუბრების ეტაპზე 79 კონკურსანტიდან 28 კანდიდატმა მოითხოვა სხდომის დახურვა, ხოლო ორმა - წევრის აცილება.

სამმა კანდიდატმა კენჭისყრის ეტაპამდე მოხსნა კანდიდატურა. დარჩენილი 76 კანდიდატიდან კენჭისყრის ეტაპზე გადავიდნენ მხოლოდ მოსამართლეობის ის კანდიდატები, რომელთა კეთილსინდისიერების კრიტერიუმით შეფასებისას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტმა მიიჩნია, რომ კანდიდატი აკმაყოფილებდა ან სრულად აკმაყოფილებდა კეთილსინდისიერების კრიტერიუმს. ამასთან, კომპეტენტურობის კრიტერიუმით შეფასებისას ამ კრიტერიუმის მახასიათებლების მიხედვით მოსამართლეობის კანდიდატის მიერ მოპოვებულ ქულათა ჯამმა შეადგინა ქულათა მაქსიმალური რაოდენობის არანაკლებ 70 პროცენტი.

კანონის ამ 2 მოთხოვნის გათვალისწინებით, მოსამართლის თანამდებობაზე გასამწესებლად კენჭისყრის ეტაპზე გადავიდა 57 კანდიდატი, შესაბამისად 19-მა კანდიდატმა ვერ დააკმაყოფილა ზემოთ აღნიშნული მოთხოვნები, რომელთაგან ორმა კანდიდატმა ვერ დააკმაყოფილა ვერც კომპეტენტურობის და ვერც კეთილსინდისიერების კრიტერიუმი, ერთმა კანდიდატმა ვერ დააკმაყოფილა მხოლოდ კეთილსინდისიერების კრიტერიუმი, ხოლო 16-მა კანდიდატმა ვერ დააკმაყოფილა მხოლოდ კომპეტენტურობის კრიტერიუმი.

კენჭისყრის შედეგები:

კონკურსი გამოცხადებული იყო 52 ვაკანსიაზე. 57 კანდიდატიდან მოსამართლის თანამდებობაზე გამწესდა 34. დანიშნული მოსამართლეებიდან: 15 სკოლის მსმენელია, 1 ყოფილი მოსამართლე და 18 არის მოქმედი მოსამართლე. აღნიშნული მოსამართლეებიდან : 19 უვადოდ დაინიშნება, 15 - სამ წლიანი გამოსაცდელი ვადით. კონკურსის შედეგების მიხედვით 18 თანამდებობა დარჩა ვაკანტური.

კენჭისყრის შედეგად მოსამართლის თანამდებობაზე გამწესდნენ შემდეგი კანდიდატები:

  1. აბაშიძე ივერი - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
  2. აბრამიძე იოსებ - გურჯაანის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში
  3. აბულაძე დარინა - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
  4. გეწაძე შოთა - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
  5. გიგაური მაია - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
  6. გოგოლაური თათია - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
  7. გოგოხია თემურ - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
  8. გოგუაძე ალექსანდრე - სენაკის რაიონული სასამართლო მაგისტრატი მოსამართლე აბაშის მუნიციპალიტეტში
  9. ებანოიძე გიორგი - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
  10. ვაშაყმაძე თინა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
  11. თავართქილაძე ლაშა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
  12. თარაშვილი ნინო - ბოლნისის რაიონული სასამართლო
  13. თევზაძე ლევან - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
  14. კალანდაძე ნანა - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
  15. კელენჯერიძე იზა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
  16. კვირიკაშვილი მაია - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
  17. კუპრეიშვილი გოგა - გორის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
  18. ლეჟავა სოფიო - მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ყაზბეგის მუნიციპალიტეტში
  19. ლომიძე ვეფხია - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
  20. მაკარიძე გენადი - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
  21. მეთოფიშვილი სერგო - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
  22. მილდენბერგერი ლელა - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
  23. ონიანი თამარ - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
  24. სანდოძე ნინო - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
  25. სიხარულიძე თეიმურაზ - ფოთის საქალაქო სასამართლო
  26. ტოგონიძე ირმა - ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
  27. ტოგონიძე ნათია - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
  28. ტყავაძე გიორგი - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
  29. ფორჩხიძე ვიოლეტა - ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
  30. შონია ბადრი - მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ახალგორის მუნიციპალიტეტში
  31. ჩახნაშვილი ნინო - თელავის რაიონული სასამართლო
  32. ძაბუნიძე ამირან - თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგია
  33. ჯეირანაშვილი გოჩა - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
  34. ჯინორია ხათუნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია