მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის საფასურის გადახდის ვადა გახანგრძლივდა (EN)
December 10, 2019

მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის საფასურის გადახდის ვადა გახანგრძლივდა.

გამოცდაზე რეგისტრირებულ პირებს საფასურის გადახდა 25 დეკემბრამდე შეეძლებათ.

შეგახსენებთ, რომ მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 2019 წლის 26 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა.

გამოცდის პირველი ეტაპი (ტესტური გამოცდა) 2020 წლის 18 იანვარს, მეორე ეტაპი (წერითი გამოცდა) კი 2020 წლის 25 იანვარს ჩატარდება.