მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის მეორე ეტაპი დასრულებულია (EN)
July 28, 2018

გამოცდაში 92 პირი მონაწილეობდა - საერთო სპეციალიზაციით -2, სისხლის სამართლის სპეციალიზაციით - 65 და სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით 25 გამოსაცდელი. წერითი გამოცდა 6 საათი გაგრძელდება. გამოცდის ელექტრონულმა სისტემამ უზრუნველყო თითოეული გამოსაცდელისათვის საგამოცდო ტესტის ინდივიდუალურად შედგენა.

გამოცდის ტესტი საკვალიფიკაციო გამოცდისათვის გათვალისწინებული სამართლის შესაბამისი დარგების მიხედვით შედგენილ 5 ღიაპასუხიან დავალებას მოიცავდა და მთავარი მიზანი იყო სამართლებრივი კვალიფიკაცია - სამართლებრივი ნორმების შეფარდება დავალებაში მოცემულ სიტუაციასთან, ასევე, დავალების ამგვარი გადაწყვეტის დასაბუთება, როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული არგუმენტებით.

ყოველი დავალება ფასდება ხუთქულიანი სისტემით. წერითი გამოცდა ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ გამოსაცდელი დააგროვებს სულ ცოტა 15 ქულას.

გამოცდის ელექტრონული სისტემა USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით გაუმჯობესდა.

მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი და წევრები აკვირდებოდნენ.

შეგახსნებთ, რომ გამოცდის პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ გამოსაცდელებს, რომელთაც ტესტური დავალების შესრულების დროს სულ ცოტა 70 ქულა დააგროვეს, საშუალება ჰქონდათ მიემართათ მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის საპრეტენზიო ჯგუფისთვის.