მართლმსაჯულების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის კომიტეტის მესამე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა (EN)
December 20, 2016

2016 წლის 20 ნოემბერს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მართლმსაჯულების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის კომიტეტის მესამე სამუშაო ჯგუფის - ,,ხარისხიანი და ეფექტიანი მართლმსაჯულება“ შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას მოდერაციას უწევდა სინერჯი ჯგუფი და ხელმძღვანელობდა სამუშაო ჯგუფის მომხსენებელი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ბატონი კახაბერ სოფრომაძე. ესწრებოდნენ: სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

შეხვედრაზე სამუშაო ჯგუფის წევრებმა ხარისხიანი და ეფექტიანი მართლმსაჯულების უზრუნველყოფისთვის გადასადგმელი აუცილებელი ნაბიჯების და მოქმედებები განიხილეს.