მართლმსაჯულების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის კომიტეტის მეორე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა (EN)
December 22, 2016

2016 წლის 21 დეკემბერს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მართლმსაჯულების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის კომიტეტის მეორე სამუშაო ჯგუფის - „ანგარიშვალდებული მართლმსაჯულება“ შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას მოდერაციას უწევდა სინერჯი ჯგუფი და ხელმძღვანელობდა სამუშაო ჯგუფის მომხსენებელი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ქალბატონი თამარ ალანია. ესწრებოდნენ: სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

შეხვედრაზე სამუშაო ჯგუფის წევრებმა ანგარიშვალდებული მართლმსაჯულების უზრუნველყოფისთვის გადასადგმელი აუცილებელი ნაბიჯები და მოქმედებები განიხილეს.