იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელობის მსურველებთან გასაუბრება 11 ოქტომბრიდან დაიწყება (EN)
October 8, 2018

იუსტიციის უმაღლესი სკოლის მისაღები კონკურსის მეორე ეტაპზე რეგისტრირებული 122 კანდიდატიდან 121 გადავიდა. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კანდიდატების მეორე ეტაპზე დაშვების შესახებ დღეს იმსჯელა.

იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელობის მსურველებთან გასაუბრება 11 ოქტომბრიდან დაიწყება. გასაუბრების თარიღისა და დროის შესახებ მათ ინდივიდუალურად ეცნობებათ.

იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეთა რეგისტრაცია 20 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით მიმდინარეობდა. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადი ელექტრონული ფორმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდის საშუალებით შეავსეს.

იხილეთ იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მსმენელთა მისაღები კონკურსის მეორე ეტაპზე დაშვებული კანდიდატების სია.