იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციას შეხვდნენ (EN)
November 21, 2017

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციის წევრებს შეხვდნენ.

შეხვედრა, რომელსაც საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, იუსტიციის საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე, იუსტიციის საბჭოს წევრები, კერსტინ ლუნდგრენი (შვედეთი, ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპაში), ტიტუს კორლეტანი (რუმინეთი, სოციალისტები, დემოკრატები და მწვანეთა პარტია), ბას კლეინი (სამდივნოს უფროსის მოადგილე, ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტი) და კრისტიან ურსე (ევროპის საბჭოს ოფოსის ხელმძღვანელი საქართველოში) ესწრებოდნენ, დახურულ კარს მიღმა გაიმართა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, გიორგი მიქაუტაძის თქმით, დელეგაციის წევრებთან მთავარი სასაუბრო თემა სასაამრთლო სისტემაში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები იყო.

“მათ აინტერესებდათ ინფორმაცია დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტისა და საქმეთა განაწილების ელექტრონული სისტემის შესახებ, მიმდინარე რეფორმები და ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ეხება საერთო სასამართლოების სისტემას.“ -განაცხადა გიორგი მოქაუტაძემ. მისივე თქმით, სტუმრებმა დასმულ კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.