იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე "სასამართლო რეფორმების განხორციელების მხარდაჭერის" პროექტის პრეზენტაცია გაიმართა (EN)
July 9, 2018

პროექტს ევროკავშირის დაფინანდებით არასამთავრობო ორგანიზაციები - "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი", "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" და "კავკასიის კვლევის რესურსების ცენტრი" განახორციელებენ.

პროექტი ორწლიანია და სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს.

მონიტორინგი.

1. სასამართლოში საქმეთა ელექტრონული განაწილების ახალი სისტემის მუშაობისა და დამოუკიდებელი ინსპექტორის საქმიანობის მონიტორინგი და პერიოდული ანგარიშების მომზადება.

2. სასამართლო ხელისუფლების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მონიტორინგი და შესაბამისი ანგარიშის მომზადება.

დიალოგი.

1. მოსამართლის როლზე სოციოლოგიური კვლევა პროფესიული ჯგუფების, მათ შორის მოსამართლეების მონაწილეობით.

2. ვორქშოფი ქალი მოსამართლეებისათვის გენდერული ბარიერების დაძლევის გზებზე სასამართლოში.

ჩართულობა.

1. საზოგადოებრივი აზრის კვლევა სასამართლო რეფორმებზე, მიღწევებსა და გამოწვევებზე.

2. სასამართლო სისტემაში მიმდინარე მოვლენების მედიაში გაშუქების მონიტორინგი.

3.მართლმსაჯულების სისტემის შესახებ ონლაინ ჟურნალის გამოცემა და პრეზენტაცია საქართველოს მასშტაბით.