იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე მსოფლიო ბანკის „Doing Business “ 2019 წლის ანგარიშზე იმსჯელეს (EN)
November 6, 2018

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე მსოფლიო ბანკის „Doing Business “ 2019 წლის ანგარიშზე იმსჯელეს. საბჭოს წევრებს ვრცელი პრეზენტაცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა წარუდგინა.

ანგარიშის მიხედვით ბიზნესის კეთების სიმარტივით 190 სახელმწიფოს შორის საქართველო მეცხრე ადგილიდან მეექვსე ადგილზე დაწინაურდა.

ანგარიშში საქართველო დასახელებულია იმ სახელმწიფოთა შორის სადაც სასამართლოს ავტომატიზაცია გაიზარდა. საქმეთა შემთხვევითმა ელექტრონულმა გადანაწილებამ ხელი შეუწყო ხელშეკრულებების აღსრულებას, რაც ანგარიშში ბიზნესის კეთების გამარტივების ერთ-ერთ კომპონენტად არის დასახელებული.