იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გასვლითი სხდომა გაიმართა (EN)
October 30, 2017

ბორჯომის მუნიციპალიტეტში მაგისტრატი სასამართლოს ახალ შენობაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გასვლით სხდომა გაიმართა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული შვიდი საკითხი განიხილეს. მათ შორის, მოისმინეს ინფორმაციები სსიპ - საერთო სასამართლოების დეპარტამენტის მიერ 2017 წელს განხორციელებული და 2018 წელს განსახორციელებელი ინფრასტრუქტურურული ღონისძიებებისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ახალი შენობის მშენებლობის თაობაზე; საერთო სასამართლოებში საქმის განაწილების ელექტრონული სისტემის ამოქმედების საორგანიზაციო საკითხების შესახებ; ასევე, განიხილეს გადაწყვეტილების პროექტი - "მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის N1/207-2007 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
გასვლით სხდომას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები და აპარატის მოხელეები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები, ასევე, ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლეები ესწრებოდნენ.