იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ამერიკის შეერთებული შტატებიდან მოწვეული მოსამართლეები ესტუმრნენ (EN)
May 15, 2018

2018 წლის 15 მაისს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ამერიკის შეერთებული შტატებიდან მოწვეული მოსამართლეები ესტუმრნენ. შეხვედრა ბოლო დროს განხორციელებულ სასამართლო რეფორმებსა და სამომავლო აქტივობებზე მსჯელობას ისახავდა მიზნად.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა ამერიკელ მოსამართლეებს გააცნეს რეფორმის შედეგები, სასამართლო სისტემის წინაშე ამჟამად არსებული გამოწვევები და დაგეგმილი აქტივობები.

ამერიკელმა მოსამართლეებმა ქართველ კოლეგებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს მოსამართლეების უვადო დანიშვნასთან დაკავშირებით და აცნობეს, რომ გამოწვევები, სასამართლოს გადატვირთულობის მხრივ, ამერიკაშიც დგას. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა ამერიკელ მოსამართლეებთან ერთად იმსჯელეს გადატვირთულობასთან გამკლავების გზებზე.

ამერიკელი მოსამართლეები საქართველოში „ევროპის უნივერსიტეტის“ ორგანიზებით, „საერთაშორისო სამართლის კვირეულის“ ფარგლებში იმყოფებიან.