განცხადება (EN)
March 7, 2018

მიმდინარე წლის 7 მარტს, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ გაავრცელა ინფორმაცია საქმეთა ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით განაწილების მონიტორინგის შესახებ, რომ თითქოს წესში მუდმივად შედის ცვლილებები და განაწილების პროცესში სასამართლოს თავმჯდომარეებს აქვთ გადაჭარბებული უფლებამოსილება, რაც სიცრუეა და არ შეესაბამება არსებულ რეალობას.

საქართველოს საერთო სასამართლოებში საქმეთა ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით განაწილების წესის თანახმად, სასამართლოს თავმჯდომარის ფუნქციები არის მინიმალიზებული და ის არ მონაწილეობს საქმეთა განაწილების პროცესში. რაც შეეხება ხსენებულ წესში ცვლილებების შეტანას, თითოეული ცვლილება უკავშირდებოდა სისტემის სრულყოფას. საქმეთა ელექტრონული განაწილების პროგრამა 2 თვეა ფუნქციონირებს დიდ სასამართლოებში, სადაც ყოველდღიურად ასეულობით საქმე ნაწილდება. ამ პროცესში გამოვლინდა არაერთი ახალი საჭიროება და იუსტიცის უმაღლესი საბჭო ვალდებულია საქმეთა განაწილების პროცესის შეფერხებების თავიდან ასაცილებლად იზრუნოს წესის სრულყოფაზე. თითოეული ცვლილება მიღებულია საბჭოს წევრთა მაქსიმალური კონსენსუსით.