დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურმა საქმიანობის ერთწლიანი ანგარიში წარადგინა (EN)
March 14, 2019

დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურმა საქმიანობის ერთწლიანი ანგარიში წარადგინა. ღონისძიება EU4Justice მხადაჭერით ჩატარდა.

პრეზენტაციას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, საბჭოს წევრები, მოსამართლეები, დონორი და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

“სასამართლო სისტემის ანგარიშვალდებულების მექანიზმის გაძლიერების მიზნით რეფორმების მესამე ტალღამ გაითვალისწინა დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტი. იუსტიციის უმაღლესი საბჭო დამოუკიდებელი ინსპექტორის მონაწილეობით აქტიურად ატარებს დისციპლინურ სხდომებს, ვფიქრობ, რომ დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურს ძალიან კარგი შედეგები აქვს”,-განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ

დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურს 2017-2018 წლებში 447 დისციპლინური სარჩელი გადაეცა. ქეთევან ცინცაძემ დასკვნა მიღებული საჩივრების 89%-ზე მოამზადა.