ქეთევან ლაცაბიძე (EN)

ქეთევან ლაცაბიძე

დაიბადა 1987 წლის 5 იანვარს, ქ.თბილისში

განათლება:

2004 წელს დაამთავრა ქ. თბილისის 122-ე საჯარო სკოლა (მე-2 ექსპერიმენტული);

2008 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, სპეციალობა - ქართული და ენა ლიტერატურა, ლიტერატურული ურთიერთობანი და თარგმანი, თარჯიმან-რეფერენტი;

ტრენინგები:

Friedrich Ebert foundation – „ეკონომიკური ჟურნალისტიკის ეროვნული სკოლა“;

Friedrich Ebert foundation – „პროექტების მართვა“;

Business training center – „საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯმენტი“;

Thomson Reuters Foundation – „ფინანსური ამბების გაშუქება“;

Mohyla School of Journalism – „ონლაინ და მედია კომუნიკაციები“;

სამუშაო გამოცდილება:

2007 წლის მარტიდან 2012 წლის დეკემბრამდე მუშაობდა ტელეკომპანია „კავკასიაში“ კორესპონდენტად და ახალი ამბების წამყვანად;

2012 წლის დეკემბრიდან 2018 წლის ივნისამდე მუშაობდა ტელეკომპანია „იმედში“ კორესპონდენტად, იყო საინფორმაციო გამოშვება „ქრონიკის“ წამყვანი;

2018 წლის ივნისიდან მუშაობს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე.