ირაკლი გოცირიძე (EN)

დაიბადა 1974 წლის 21 ივლისს.

2003 წელს დაამთავრა თბილისის საერთაშორისო ეკონომიკისა და ინფორმაციის ინსტიტუტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით.

1999-2000 წლებში მუშაობდა თბილისის საოლქო სასამართლოში კურიერის თანამდებობაზე.

2000-2003 წლებში თბილისის საოლქო სასამართლოს ექსპედიციის განყოფილების წამყვან სპეციალისტად.

2003-2005 წლებში თბილისის საოლქო სასამართლოში ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის კანცელარიის გამგედ.

2005-2006 წლებში მუშაობდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის კანცელარიის სპეციალისტად.

2008 წელს მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის კანცელარიის სპეციალისტად.

2008 წელს იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის კანცელარიის უფროსი.

2008-2010 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა სექტორის უფროსი.

2010-2013 წლებში კი ამავე სასამართლოს კანცელარიის განყოფილების უფროსი.

2013 წელს მუშაობდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღების უფროსად.

2013-2017 წლებში იყო რუსთავის საქალაქო სასამართლოს მენეჯერი.

2017-2019 წლებში მუშაობდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს კანცელარიისა და სტატისტიკის სამსახურის უფროსად.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2019 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებით იგი არჩეულ იქნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სასამართლო მენეჯმენტის დეპარტამენტის თავმჯდომარედ.