ილია დევიძე (EN)

დაიბადა 1976 წლის 21 ოქტომბერს, ქ. გორში.

1982-1989 წლებში სწავლობდა ქ. გორის #6 საშუალო სკოლაში.

1989-1993 წლებში სწავლობდა ქ.გორის #9 საშუალო სკოლაში.

1993-1998 წლებში სწავლობდა ქ.გორის სახელმწიფო ეკონომიკურ-ჰუმანიტარული ინსტიტუტში საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობის სპეციალობით.

2005-2007 წლებში მუშაობდა შ.პ.ს. ,,მილანგი“-ს აღმრიცხველ მომმარაგებლად.

2007 წელს მუშაობდა ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგების და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების მშენებლობის, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის მთავარ სპეციალისტად, შიდა ქართლის საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატში.

2007 წელს მუშაობდა ქ. გორის, კასპის, ქარელის და ხაშურის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაციის საფინანსო-სამეურნეო სამსახურის უფროს სპეციალისტად.

2008 წელს მუშაობდა ს.ს. ,,ტაოპრივატბანკი“-ს მიკროდაკრედიტების სპეციალისტად.

2009-2010 წლებში მუშაობდა შ.პ.ს. ,,მილანგი“-ს აღმრიცხველად.

2010-2013 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს აპარატის საერთო განყოფილების სამეურნეო სამსახურის უფროსად.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის 2013 წლის 20 ნოემბრის ბრძანებით დაინიშნა საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ხარისხის მართვის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის 2015 წლის 1 თებერვლის ბრძანებით დაინიშნა ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე.