Shota Kadagidze

პირადი ინფორმაცია:

დაიბადა 1977 წლის 8 ივლისს ქ. ახმეტაში;

განათლება:

1994 წელს დაამთავრა ახმეტის რაიონის ზემო ალვანის მე-2 საშუალო სკოლა;

1995-2000 წლებში სწავლობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე, საერთაშორისო სამართლი სპეციალობით;

2000-2001 წლებში სწავლობა სამოსამართლო სწავლების ცენტრში

მოსამართლის თანაშემწის სასწავლო კურსზე, ჩაბარებული აქვს მოსამართლის თანაშემწის საკვალიფიკაციო გამოცდა;

2003 წელს ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა;

2009 წელს ჩააბარა ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში;

2005 წელს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით #კ /87 მომენიჭა პირველი კლასის მრჩევლის საკლასო ჩინი;

2003-2005 წლებში იყო საქარათველოს საკონსტუტიციო სასამართლოს სახელმწიფო სამართლებრივი ოლიმპიადის “ადამიანი და კონსტიტუცია” საორგანიზაციო კომიტეტის წევრი;

სამუშაო გამოცდილება:

2001-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწე;

2004-2005 წლებში მუშაობდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის თანაშემწედ;

2005-2006 წლებში იყო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის თანაშემწე - აპარატის უფროსი;

2007-2008 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოში მოსამართლის თანაშემწის თანამდებობაზე;

2010-2011 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოში, კანცელარიის განყოფილების სისხლის სამართლის საქმეთა სექტორის უფროსის მოვალეობის შემსრულებელად;

2011 წელს მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს საიდუმლო საქმისწარმოების განყოფილების უფროსად;

2011-2012 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის განყოფილების სამოქალაქო საქმეთა სექტორის უფროსად;

2012-2013 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის განყოფილების ადმინისტრაციულ საქმეთა სექტორის უფროსი;

2013-2017 წლებში ეწეოდა კერძო საადვოკატო პრაქტიკას ადვოკატად საერთო სპეციალიზაციით.