Latest News
შეხვედრა ელჩთან (EN) August 4, 2020

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ისრაელის ელჩს შეხვდა. 

ინფორმაცია (EN) July 31, 2020

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 49-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქვეყნდება „ბავშვზე მორგებული სარჩელისა და უწყების ფორმების დამტკიცების შესახებ“ და „ბავშვის უფლებების დაცვის სფეროში მოსამართლის სპეციალიზაციის  სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დადგენილებების პროექტები. 

პარლამენტისათვის წარდგენილი კანდიდატი (EN) July 17, 2020

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების კენჭისყრის საფუძველზე საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენილ იქნა ლევან თევზაძის კანდიდატურა.

კენჭისყრის შედეგები (EN) July 17, 2020

2020 წლის 17 ივლისს ჩატარდა ფარული კენჭისყრა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტისათვის წარსადგენ კანდიდატთა შერჩევის შემდეგ ეტაპზე კანდიდატთა გადაყვანის მიზნით. შერჩევის შემდეგ ეტაპზე გადავიდა ლევან თევზაძე.

კენჭისყრის პროცედურაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 12 წევრი მონაწილეობდა.

კანდიდატების მოსმენა (EN) July 14, 2020

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენ კანდიდატებს გოჩა აბუსერიძეს და თამარ ოქროპირიძეს მოუსმინეს.