Giorgi Mikautadze

პირადი ინფორმაცია:

დაიბადა 1982 წლის 6 სექტემბერს, თბილისში;

განათლება:

1999 წელს დაამთავრა თბილისის იპოკრატე შევარდნაძის სახელობის მრავალდარგობრივი ლიცეუმი.

2004 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაქულტეტი;

2010-2011 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი;

სამუშაო გამოცდილება:

2006 წელს მუშაობდა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის სტაჟიორად;

2006-2010 წლებში მუშაობდა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორად;

2010 წელს მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის სამდივნოს უფროსად;

2012 წლის იანვრიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე;

2015 წლის დეკემბრიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე.

2016 წლის მარტიდან დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ.

2017 წლის 8 აპრილს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეულ იქნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად.