დიმიტრი გვრიტიშვილი (EN)

პირადი ინფორმაცია:

დაიბადა 1980 წლის 16 ოქტომბერს, დუშეთში.

განათლება:

1998 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის №36 საშუალო სკოლა.

2003 წელს წარჩინებით დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

სამუშაო გამოცდილება:

2003-2005 წლებში მუშაობდა კავშირში ადვოკატთა ასოციაცია.

2005-2007 წლებში მუშაობდა ქ. თბილისის საკრებულოსა და მთავრობის აპარატის მთავრობის იურიდიული განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე.

2007 წელს მუშაობდა ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაციის იურიდიული სამსახურის სასამართლოსთან ურთიერთობის განყოფილების უფროსად.

2007-2008 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანაშემწედ.

2008-2012 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.

2012-2016 წლებში იყო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე და ამასთანავე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე.

2015-2016 წლებში დაეკისრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების განხორციელება.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 14 ივლისის 1/157 გადაწყვეტილებით სამი წლის გამოსაცდელი ვადით 25 ივლისიდან გამწესდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლედ;

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 1 აგვისტოს 1/226 გადაწყვეტილებით დაეკისრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარის უფლებამოსილების განხორციელება და 1/227 გადაწყვეტილებით დაეკისრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილება.