ლაზარე ძირკველიშვილი (EN)

დაიბადა 1965 წლის 28 მარტს, ქ. რუსთავში.

1982 წელს დაამთავრა ქ. რუსთავის #6 საშუალო სკოლა.

1983 წელს დაამთავრა ქ. რუსთავის #94 ტექნიკური სასწავლებელი, აირ-შემდუღებლის სპეციალობით.

1983-1985 წლებში გადიოდა სამხედრო სავალდებულო სამსახურს.

1992 წელს დაამთავრა სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალურგიული ფაკულტეტი.

1993-1994 წლებში მუშაობდა სტუ სტუდენტურ კავშირში სასწავლო სამეცნიერო განყოფილების უფროსად.

1995-1996 წლებში მუშაობდა სრულიად საქართველოს სტუდენტურ ლიგაში საქმეთა მმართველად.

1998 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი.

1997-2002 წლებში მუშაობდა ქვემო ქართლის მომხმარებელთა კავშირის იურიდიულ ცენტრის იურისკონსულტად.

1997-1999 წლებში მუშაობდა ფინანსთა სამინისტროში საინფორმაციო უზრუნველყოფისა და ანალიზის სამმართველოს მთავარ სპეციალისტად.

1999-2003 წლებში პარალელურად ეწეოდა კერძო იურიდიულ პრაქტიკას.

2002-2003 წლებში მუშაობდა სს ''ქიმბოჭკოს'' გაკოტრების მმართველად.

2003 წლიდან არის გარდაბნის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.

2003 წლიდან არის ამავე სასამართლოს თავმჯდომარე.

ჰყავს მეუღლე და ექვსი შვილი.