სიახლეები
2014 წლის 22 ივლისს, 12:00 საათზე გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა ივლისი 18, 2014

2014 წლის 22 ივლისს, 12:00 საათზე გაიმართება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მორიგი სხდომა.

იხილეთ დღის წესრიგი თანდართული ფაილის სახით.

დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხის განხილვის შემდეგ სხდომა დაიხურება, რადგან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე განხილულ იქნება საერთო სასამართლოების მოსამართლეთა მიმართ არსებული დისციპლინური საქმეები.

2014 წლის 17 ივლისს, 15:00 საათზე გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა ივლისი 14, 2014

2014 წლის 17 ივლისს, 15:00 საათზე გაიმართება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მორიგი სხდომა.

იხილეთ დღის წესრიგი თანდართული ფაილის სახით.

დაინიშნა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა ივლისი 9, 2014

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2014 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილებით დაინიშნა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა.

მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი ეტაპი (ტესტური გამოცდა) ჩატარდება 2014 წლის 20 სექტემბერს, ხოლო მეორე ეტაპი (წერითი გამოცდა) – 2014 წლის 27 სექტემბერს.

2014 წლის 7 ივლისს, 13:00 საათზე გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა ივლისი 4, 2014

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე განხილულ იქნება საერთო სასამართლოების მოსამართლეთა მიმართ არსებული დისციპლინური საქმეები.

სხდომა დახურულია.

ვენეციის კომისიის წევრები სტუმრად საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ივლისი 1, 2014

2014 წლის 30 ივნისს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ბატონი ლევან მურუსიძე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე-საბჭოს წევრი ბატონი ზაზა მეიშვილი, საბჭოს წევრები - მერაბ გაბინაშვილი და ვახტანგ მჭედლიშვილი  ვენეციის კომისიის წევრებს: ქალბატონ სლავიკა ბანიჩს, ევროსაბჭოს ექსპერტებს  ბატონებს ვერშურის, ბორკოვსკის და ვენეციის კომისიის სამდივნოს იურისტს ბატონ ზია ტანიარს შეხვდნენ. 

2014 წლის 27 ივნისს დაგეგმილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა გადაიდო!!! ივნისი 26, 2014

2014 წლის 27 ივნისს დაგეგმილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა გადაიდო და გაიმართება 2014 წლის 3 ივლისს, 11 საათზე.

იხილეთ დღის წესრიგი თანდართული ფაილის სახით.