სიახლეები
სასამართლო რეფორმების შეფასება საქართველოში მარტი 21, 2019

საქართველოს მოსახლეობის 51% სასამართლოს დამოუკიდებლობას დადებითად აფასებს- ასეთია „IPSOS France“-ს, „Amicus Curiae“-სა და პროფესორ იან ვან დაიკის კვლევის შედეგები. კვლევის პრეზენტაცია 15 თებერვალს გაიმართა. კვლევა იუსტიციის სამინისტროს დაკვეთით კონსორციუმებმა „IPSOS France“-მ, „Amicus Curiae“-მ, პროფესორმა იან ვან დაიკმა და საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა, „გორბმა“ ჩაატარეს. საქართველოს მასშტაბით 2018 წლის 10 სექტემბრიდან 25 ოქტომბრის ჩათვლით პირისპირ ინტერვიუს მეთოდით 2013 რესპონდენტი გამოიკითხა.

იხილეთ კვლევის შედეგები


18 მარტს, 11:00 საათზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა არ გაიმართება მარტი 17, 2019

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2019 წლის 18 მარტის სხდომა გადაიდო.

დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურმა საქმიანობის ერთწლიანი ანგარიში წარადგინა მარტი 14, 2019

პრეზენტაციას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, საბჭოს წევრები, მოსამართლეები, დონორი და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განცხადება მარტი 13, 2019

გვსურს, გამოვეხმაუროთ გურჯაანის რაიონულ სასამართლოში  ცალკეული პოლიტიკოსების მიერ გაკეთებულ განცხადებებს და პროცესის შემდეგ გამოთქმულ ბრალდებებს.